1.პროექტის სახელი: “ჯინსების თაობა“
2.პროექტის მოკლე აღწერა 1-2 წინადადებით: კონკრეტულად-ჯინსის და საზოგადო ტერმინ “ჯინსების თაობის “შესახებ.
3. პროექტის სრული აღწერა: მოსწავლეები შექმნიან ლიტერატურულ ნაწარმოებებს. აიღებენ ინტერვიუებს. შექმნიან კინო-ფილმს. ჩაატარებენ კვლევას ტერმინ “ჯინსების თაობის “შესახებ. გამოიკვლევენ ჯინსის ქსოვილის ქიმიურ შემადგენლობას.შეაგროვებენ მონაცემებს ჯინსის რომელიმე კონკრეტული ნაწარმის დამზადება-გაყიდვისათვის დახარჯული ღირებულებისა და ფასის მიხედვით. შეადგენენ სიმრავლეებს, ქვესიმრავლეებს ჯინსის ფირმის რაოდენობათა მიხედვით. მოიძიებენ ჯინსის შესახებ არსებულ მუსიკალურ კლიპებს და სიმღერებს. გამოიკვლევენ ჯინსის მოდის წარმოშობის ისტორიასა და დიზაინს.
4. მონაწილეთა ასაკი/ კლასები: 13-იდან ზემოთ.
5. ვადები ხანგრძლივობა: თვე/თვე-ნახევარი.
6. პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში: დისკუსია. ინდივიდუალური და ჯგუფური მუშაობა. სტუმრობა მოდის სახლში.
7. მოსალოდნელი შედეგები /პროდუქტები რაც შეიძლება შეიქმნას: ფილმი. სტენდი. გაზეთი.
8. სარგებელი სხვებიათვის: მოსწავლეები მეცნიერულ-პოპულარული ენით დაამუშავებენ ჯინსისა და „ჯინსის თაობის“ შექმნის ისტორიას. ჩაატარებენ კვლევას სიტყვა “ჯინსის“ წარმოშობის ისტორიისა და მოდის ინდუსტრიაში არსებულ ჯინსის სხვადასხვა ფირმათა შესახებ. პროექტი საშუალებას მისცემს მოსწავლეებს უკეთ შეისწავლონ ჯინსის მასალის ქიმიური შემადგენლობა. განუვითარდეთ კვლევის, დაკვირვების,მონაცემთა შეგროვების ადა ბაზის შექმნის უნარ-ჩვევები. იმუშავებენ სიმრავლეებსა და ქვესიმრავლეებზე.უკეთ მიმოიხილავენ ეკონომიკურ პროცესებს.
9. სამუშაო ენა: ქართული
10. საგნებთან/ საგნობრივ ჯგუფებთან /ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: ქართული ლიტერატურა. ქიმია. მათემატიკა. მუსიკა. ხელოვნება. უცხო ენა.
11. მონაწილეები სხვა სკოლებიდან:
12. პროექტის ფასილიტატორის სახელი: ხათუნა ძნელაძე
13. პროექტის ფასილიტატორის ელ.ფოსტა dzneladze.xatuna@gmail.com
14. პროექტის ფორუმი: საცდელი პროექტი “ჯინსების თაობა“
15. პროექტის ვებ-გვერდი /ბლოგი: http://jinsebistaoba.blogspot.com
четверг, 13 ноября 2008 г.
Подписаться на:
Сообщения (Atom)