четверг, 13 ноября 2008 г.

“ჯინსების თაობა“

1.პროექტის სახელი: “ჯინსების თაობა“
2.პროექტის მოკლე აღწერა 1-2 წინადადებით: კონკრეტულად-ჯინსის და საზოგადო ტერმინ “ჯინსების თაობის “შესახებ.
3. პროექტის სრული აღწერა: მოსწავლეები შექმნიან ლიტერატურულ ნაწარმოებებს. აიღებენ ინტერვიუებს. შექმნიან კინო-ფილმს. ჩაატარებენ კვლევას ტერმინ “ჯინსების თაობის “შესახებ. გამოიკვლევენ ჯინსის ქსოვილის ქიმიურ შემადგენლობას.შეაგროვებენ მონაცემებს ჯინსის რომელიმე კონკრეტული ნაწარმის დამზადება-გაყიდვისათვის დახარჯული ღირებულებისა და ფასის მიხედვით. შეადგენენ სიმრავლეებს, ქვესიმრავლეებს ჯინსის ფირმის რაოდენობათა მიხედვით. მოიძიებენ ჯინსის შესახებ არსებულ მუსიკალურ კლიპებს და სიმღერებს. გამოიკვლევენ ჯინსის მოდის წარმოშობის ისტორიასა და დიზაინს.
4. მონაწილეთა ასაკი/ კლასები: 13-იდან ზემოთ.
5. ვადები ხანგრძლივობა: თვე/თვე-ნახევარი.
6. პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში: დისკუსია. ინდივიდუალური და ჯგუფური მუშაობა. სტუმრობა მოდის სახლში.
7. მოსალოდნელი შედეგები /პროდუქტები რაც შეიძლება შეიქმნას: ფილმი. სტენდი. გაზეთი.
8. სარგებელი სხვებიათვის: მოსწავლეები მეცნიერულ-პოპულარული ენით დაამუშავებენ ჯინსისა და „ჯინსის თაობის“ შექმნის ისტორიას. ჩაატარებენ კვლევას სიტყვა “ჯინსის“ წარმოშობის ისტორიისა და მოდის ინდუსტრიაში არსებულ ჯინსის სხვადასხვა ფირმათა შესახებ. პროექტი საშუალებას მისცემს მოსწავლეებს უკეთ შეისწავლონ ჯინსის მასალის ქიმიური შემადგენლობა. განუვითარდეთ კვლევის, დაკვირვების,მონაცემთა შეგროვების ადა ბაზის შექმნის უნარ-ჩვევები. იმუშავებენ სიმრავლეებსა და ქვესიმრავლეებზე.უკეთ მიმოიხილავენ ეკონომიკურ პროცესებს.
9. სამუშაო ენა: ქართული
10. საგნებთან/ საგნობრივ ჯგუფებთან /ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: ქართული ლიტერატურა. ქიმია. მათემატიკა. მუსიკა. ხელოვნება. უცხო ენა.
11. მონაწილეები სხვა სკოლებიდან:
12. პროექტის ფასილიტატორის სახელი: ხათუნა ძნელაძე
13. პროექტის ფასილიტატორის ელ.ფოსტა dzneladze.xatuna@gmail.com
14. პროექტის ფორუმი: საცდელი პროექტი “ჯინსების თაობა“
15. პროექტის ვებ-გვერდი /ბლოგი: http://jinsebistaoba.blogspot.com

6 комментариев:

რუსო комментирует...

მალადეც ძვირფასო, ძალიან მომეწონა. ასე გააგრძელე საყვარელო, წარმატებები გარდაუვალია.

რუსიკო მშვიდობაძე

nini комментирует...

ჯინსები არასდროს მიტარებია, მაგრამ ჯინსების თაობაში ყოველთვის მოისაზრება ახალგაზრდობა რომელიც ძალიან მიყვარს.
ნინო ძნელაძე ხელვაჩაურის რ-ნი სოფ ჭარნალის სკოლა

ქეთი ნატროშვილი комментирует...

საინტერესო თემაა, განსაკუთრებით ახალგაზრდებისათვის უფრო სწორად რომ ვთქვათ თინეიჯერებისათვის, ყოველ შემთხვევაში მე ასე მგონია უნდა აინტერესებდეთ მაინც მათთვის ასე საყვარელი ჯინსის თუნდაც წარმოშიბის ისტორია.

Khatuna Kumelashvili комментирует...

გამარჯობა ხათუნა
მეტად საინტერესო და აქტუალური თემა გაქვს შერჩეული. იმედია ბევრი გამოგეხმაურება. მე კი მინდა რამდენიმე რჩევა მოგცე: 1. სათაურში მიუთითე GEARNის საცდელი პროექტი. 2. პროექტის ფორუმში კი დაწერე ის მისამართი, რაც არის შენი საცდელი პროექტის URL მისამართი IEARN ქართულში.
წარმატებებს გისურვებ!!!

ხათუნა ძნელაძე комментирует...

ყველანი კარგები ხართ. მადლობა
ხათუნა ძნელაძე

AKU комментирует...

თემა ძალიან საინტერესო და სადავოც კია თქვენ წარმოიდგინეთ... გეგმა კარგი იყო; დაამთავრეთ პროექტი? იმედია მხოლოდ გეგმად არ დარჩენილა